ჯანდაცვა
ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილ პირებს, ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ
მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა და მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმსჯელა.

  • დღეიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;

  • საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, რომ პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება;

  • არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი;
  • საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ;

  • გარდა ამისა, სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ, წარადგინონ, ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ;

  • საკოორდინაციო საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა;

  • საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორს;

  • საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო-გასართობი ცენტრები;
  • უკვე ფუნქციონირებს სპეციალური აპლიკაცია - https://covidpass.moh.gov.ge/, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდთან დაკავშირებული სტატუსის შესახებ.
| Print |