ჯანდაცვა
მეხუთე ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა ნოემბრის ბოლოდან იქნება.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, მე-5 ტალღა მძიმე იქნება.

„მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით, მეხუთე ტალღა იქნება მძიმე.

მეხუთე ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“
- განაცხადა გამყრალიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ აცრების კლების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.

,,ჩვენ ძალიან გვინდოდა, სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრის რაოდენობა, ვიდრე აგვისტო, ავსულიყავით 800-900 ათასზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან აცრების მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზია, ალბათ, ის, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ საზოგადოებასთან" - თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.


| Print |