ჯანდაცვა
Pfizer-მა 5-11 წლის ბავშვების აცრის თხოვნით აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას მიმართა
კომპანია Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების დამტკიცების თხოვნით მიმართა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ის ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის გარე კონსულტანტების პანელი აღნიშნულ საკითხს 26 ოქტომბერს განიხილავს.

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.
| Print |