ჯანდაცვა
კოვიდმა „დაჩაგრა“ გრიპი, წელს უფრო სერიოზულად იქნება და ამიტომ განიხილება ტერმინი ტვინდემია - ამირან გამყრელიძე
ამ კვირაში იწყება სამი რისკ ჯგუფის აცრები. ესენია სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 200 000 დოზა ნაყიდი აქვს. 43 000 დოზა ვაქცინისა შემოსულია ქვეყანაში და უკვე დარიგებულია ქსელში. ამ კვირაში იწყება სამი რისკ ჯგუფის აცრები. ესენია სამედიცინო პერსონალი, ორსული ქალბატონები, დიალიზზე მყოფი პაციენტები.

შემდეგ 20-დან 25-მდე პერიოდში ველოდებით გრიპის ვაქცინის დანარჩენ 160 000 დოზას და ის უკვე განაწილდება იმ დანარჩენ რისკ ჯგუფებზე, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვები და კიდევ სხვა რისკ ჯგუფები. ეს ყველაფერი არის უფასო.

პარალელურად, დიდი იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორიც შემოიტანს გარკვეულ დოზებს ვაქცინისას, რათა უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაიარა, რადგან კოვიდმა „დაჩაგრა“ გრიპი და თითქმის არ გვქონდა. წელს როგორც პროგნოზირებენ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება და ამიტომ განიხილება ტერმინი ტვინდემია“,
- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხვალიდან სეზონური გრიპის ვაცინა შემოდის. ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრსა და სოფლის ამბულატორიებში, სეზონური ვაქცინით აცრა, ყველა მოქალაქეს შეუძლია. ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა რატიანის თქმით, ყოველ წელს ტარდება სეზონური გრიპით ვაქცინაცია. სეზონური გრიპის ვაქცინაციისთვის, მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
| Print |