ჯანდაცვა
6 თვის შემდეგ ჩნდება დიაბეტი, დეპრესია, გულის დაავადებები - გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე, ე.წ “გრძელი კოვიდის” ანუ პისტკოვიდური გართულების შესახებ, კვლევის საგანგაშო შედეგებს აზიარებს სოციალურ ქსელში: 

„კოვიდი, თავისი „გრძელი კოვიდით“, ნამდვილად ვერაგია. პაციენტები ვისაც აქვთ „გრძელი კოვიდი“, 56% შანსია, რომ დაავადების დაწყებიდან 6 თვეში ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ.

ასევე კოვიდგადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი. დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“
,- ამბობს ფხაკაძე.

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

მისი თქმით, აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, საუკეთსო გამოსავალი pfizer-ით ვაქცინაციაა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან. როგორც ფხაკაძე განმარტავს, კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ.

,,30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ. კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ყნოსვას, გემოს.

ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და გართულებებია, ძალიან დიდი და ხშირი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში. ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის შემდეგ მოდის სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“
- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
| Print |