ჯანდაცვა
დღეში 100 - მდე პაციენტი იტესტება - სოფო მორგოშია
„დღეში, რომ 200 პაციენტს ვცრიდით, დღეს მხოლოდ 50 პაციენტს ვუტარებთ ვაქცინაციას“- აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი.

სოფო მორგოშიას თქმით, ახალციხის კლინიკაში საგრძნობლად შემცირებულია იმუნიზაციის პროცესი. სწორედ ამიტომ ,,ფიქსირდება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებზე ადგილობრივების მიმართვიანობას, კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ტესტირების მსურველთა რაოდენობა დღის განმავლობაში დაახლოებით 100 -მდეა.

| Print |