ჯანდაცვა
ან მოსახლეობა შემობრუნდება ვაქცინაციისა და პირბადისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს - ცერცვაძე
მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალზე საუბრისას განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს აღარ შემოიღებს. რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, მისი თქმით, ეს ვერსია განიხილება, თუმცა უარყოფილია და „ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დააწესოს“.

„პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში „ლოკდაუნი“ შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება
“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე - მოსალოდნელია თუ არა, რომ კორონავირუსის ტესტი ფასიანი გახდეს, ცერცვაძემ უპასუხა: 

ჯერჯერობით არ გახდება, შემდეგ ვნახოთ“.
| Print |