ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში, ვაქცინაციის საჭიროებაში მოქალაქეების დარწმუნებას, პაატა იმნაძე შეეცდება
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ახალციხეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე ეწვევა. ის რეგიონში მომავალ კვირაში ჩამოვა და მოქალაქეებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრება. ასევე უპასუხებს ადგილობრივების კითხვებს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „მეცხრე არხს“ განუცხადა.

სოფლებში მარათონის მიზანია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უფრო მეტი ადამიანი აიცრას. სამცხე-ჯავახეთში პაატა იმნაძის ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, რადგან რეგიონში იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია.

„მარათონი დიდ სოფლებში დაიწყო, მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთის სოფლებიც. ახლა იქ ვეძებთ სომხურ ენაზე მოლაპარაკე ექიმებს, მომავალი კვირის დასაწყისში პაატა იმნაძე ჩამოვა“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
| Print |