ჯანდაცვა
ვის შეუძლია გაიკეთოს „ბუსტერი“
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ე.წ. „ბუსტერ“ დოზების გაკეთებასთან დაკავშირებით განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო ვაქცინის დამატებითი დოზა.

„დღეის მონაცემებით საქართველოში „ბუსტერის“ გაკეთება შესაძლებელია მათთვის, ვისი ასაკიც არის 50 წელს ზემოთ ან ქვედა ასაკობრივ ჯგუფში 16-დან 49 წლამდე თუ აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება, ან არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი ან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მუშაობს.

ასეთ ადამიანებს თუ ბოლო ინიექციიდან ფაიზერის გაკეთებიდან 6 თვე გაუვიდათ, მათ შეუძლია ფაიზერის 1 დოზა, ან სინოფარმი ან სინოვაკი გაიკეთონ. სამივე ვაქცინის არჩევანის უფლება აქვთ. სხვა შემთხვევაში „ბუსტერების“ საკითხი არის დახურული“
, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.


| Print |