ჯანდაცვა
მარათონის ფარგლებში სოფელ უდეში ათამდე პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოფლის ამბულატორიაში იმუნიზაციის პროცესს დაესწრო და ადგილობრივებს მარათონში ჩართვისკენ მოუწოდა. სოფლის მაცხოვრებლების ნაწილი ვაქცინირებულია, ნაწილი კი დღეს აიცრა.

სოფლებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მიზეზად ადგილობრივები ინფორმაციის ნაკლებობას და მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ გაჩენილ შიშს ასახელებენ.

„შედეგი აქვს ვაქცინას, ყველამ უნდა გავითავისოთ ეს, არც გადამტანი უნდა ვიყოთ და არც ვირუსის მატარებელი,უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მე ჩემს შვილებთან უნდა მივიდე და დაველაპარაკო, დიდი გული ხომ უნდა მქონდეს“-
ამბობს 71 წლის გუჯა მერაბიშვილი.

„რატომ ავიცერი და საჭირო იყო, ადიგენში ავიცერი და ვარ თავისუფალი, ავიცერი და ვალი მოვიხადე საკუთარი თავისა და სხვების წინაშე“ - ამბობს უდის მკვიდრი თენგიზ ბალახაშვილი.

"მე არ ვარ აცრილი, ახლახან გადავიტანე კოვიდი, თუმცა მომავალში ვაპირებ აცრას" - ამბობს იოსებ აბულაძე.

სოფელ უდის შემდეგ ამირან გამყრელიძე ახალციხეში, სოფელ ურაველში გაემგზავრა.

| Print |