ჯანდაცვა
ვაქცინის შემდეგ, Pfizer-მა კორონავირუსის სამკურნალო წამალი შექმნა
ფარმაცევტულ კომპანია Pfizer Inc -ში განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა, კორონავირუსის სამკურნალო წამალმა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, თითქმის, 90%-ით შეამცირა.

,,ფაიზერის,, აბების კონკურენტის, Merck-ის პრეპარატის ავტორიზაციის საკითხს უკვე განიხილავს აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია მას შემდეგ, რაც მან აჩვენა მაღალი ეფექტიანობა. გუშინ ბრიტანეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც Merck-ს გამოიყენებს.

როგორც Pfizer-ში აცხადებენ, სთხოვეს FDA-ს და საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანოებს, მათ პრეპარატს რაც შეიძლება სწრაფად მისცენ ავტორიზაცია მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა პრეპარატს რეკომენდაცია გაუწიეს.

კომპანიამ 775 ზრდასრული ადამიანის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის შედეგად გაირკვა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც “ფაიზერის” წამალს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა.

შედარების ჯგუფში 7% ჰოსპიტალიზებული იყო და შვიდი გარდაიცვალა.

კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ – მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდინფიცირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება, ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.
| Print |