ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკებში ადგილი აღარ არის
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, სამცხე-ჯავახეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში ადგილები აღარ არის. საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით გადატვირთულია. ექიმების თქმით, არის შემთხვევები როცა უარის თქმა უწევთ პაციენტების მიღებაზე.

,,პაციენტი გაწერილი არ გვყავს, რომ მის ადგილს ახალი პაციენტი იკავებს, ფაქტობრივად რიგში დგანან. ძირითადად მძიმე პაციენტები გვყავს. 10 მათგანი რეანიმაციაში გვიწევს, აქედან ხუთი მართვით სუნთქვაზეა. 60 საწოლფონდი გვაქვს, მაგრამ ამჟამად 62 პაციენტი გვყავს. ბოლო ათი დღეა გადატვირთულია კოვიდკლინიკები როგორც ჩვენთან, ასევე ბორჯომსა და ნინოწმინდაშიც" - ამბობს ახალციხეში ,,იმედის" კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 67 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა.
| Print |