ჯანდაცვა
მოლნუპირავირი - კოვიდ19-ის სამკურნალო მედიკამენტი დამტკიცებულია
დიდი ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო დასალევი აბი დაამტკიცა. ,,მოლნუპირავირის" შექმნაზე კომპანია Merck & Co. მუშაობდა.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულირების სააგენტოს რეკომენდაციით, ,,მოლნუპირავირი" კოვიდით ინფიცირებიდან ხუთი დღის განმავლობაში გამოიყენონ.

,,მოლნუპირავირის"კვლევა სექტემბერში დასრულდა და ინგლისის შემდეგ მის გამოყენებას ამერიკაც აპირებს.

სპეციალისტების კვლევებით დასტურდება, რომ ,,მოლნუპირავირი" ადამიანის სხეულში ვირუსის გავრცელებას ეწინააღმდეგება.
| Print |