ჯანდაცვა
გახდება თუ არა ფასიანი მკურნალობა აუცრელი მოსახლეობისთვის
,,წარმოუდგენელი არაადამიანობაა ამის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე დატოვო მოსახლეობის მნიშვნელოვანი სპექტრი, რომელიც მთავრობის უთავობის, უპასუხისმგებლობის, უინიციატივობის და დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო დარჩა შარლატანების, აფერისტების, უვიცი პროვოკატორების, დივერსანტების ხელში" - აღნიშნავს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგი-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი გურული.

პროფესორის თქმით, დაავადების გართულება ძირითადად აუცრელ ადამიანებში ხდება და მათი ფასიანი მკურნალობა ფაქტობრივად სიკვდილისთვის გაწირვა იქნება. აცრების არაეფექტურობაზე საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას და მთლიანად მოსახლეობისთვის დაკისრებას ცდილობს.

,,მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცედენტი. როგორც ჩანს, საქართველო ამაშიც გამონაკლისი იქნება. ცხადია, ამ ფონზე ფერმკრთალდება ის არაჰუმანურობაც, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გამოიჩინა მოშიმშილე პრეზიდენტის მიმართ"
- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.

შეგახსენებთ, რომ არავაქცინირებული მოსახლეობის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ, პრეზიდენტმა მთავრობას 3 ნოემბერს მიმართა.
| Print |