ჯანდაცვა
სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მაღალია და შესაძლოა, ახალი საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი დადგეს. გამყრელიძის თქმით, მობილიზებულია 8000-მდე საწოლი.

„ჯერჯერობით 7 000-მდე პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი, თუმცა ჯერჯერობით 8000 საწოლამდე მობილიზებულია და რესურსი არის. თუ დაახლოებით ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ 4000-5000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პერიოდულად შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მაშინ, შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტალების დამატების საკითხი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლება ასევე განპირობებულია „შაბათის სინდრომით“, რაც მოსახლეობის მხრიდან შაბათ დღეს ნაკლებ მიმართვიანობას გულისხმობს.

„ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. განსაკუთრებით რთულია ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო 7 დღის განმავლობაში 70-ს ქვემოთ არ ჩამოსულა. დღეს ამ მაჩვენებელმა უკვე 80-ს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რიცხვი 1 600-ზე მეტია. ეს პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფებიან. ამ ეტაპზე ხელოვნურ ვენტილაციაზე 350-ზე მეტი ადამიანია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გართულებული ეპიდვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის საყოველთაო ვაქცინაცია.

„გამოსავალი მხოლოდ ერთია და საზოგადოებამ ეს უნდა გაითავისოს. ეპიდსიტუაციის გაუარესებას და განსაკუთრებით სიკვდილიანობას შეაჩერებს მხოლოდ ერთი რამ - ეს არის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია. ამ ეტაპზე ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის საკმარისი. ჩვენ სულ მცირე ყოველდღიურად 15 000- 20 000 აცრა გვჭირდება, რათა წლის ბოლოსთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ვიგრძნოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლება ასევე განპირობებულია „შაბათის სინდრომით“, რაც მოსახლეობის მხრიდან შაბათ დღეს ნაკლებ მიმართვიანობას გულისხმობს.

„ბოლო 2-3 კვირა ჩვენ ეპიდემიის მაღალ ნიშნულზე ვიმყოფებით. განსაკუთრებით რთულია ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო 7 დღის განმავლობაში 70-ს ქვემოთ არ ჩამოსულა. დღეს ამ მაჩვენებელმა უკვე 80-ს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რიცხვი 1 600-ზე მეტია. ამ ეტაპზე ხელოვნურ ვენტილაციაზე 350-ზე მეტი ადამიანია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

| Print |