ჯანდაცვა
აუცილებელია ბავშვების აცრა - ამირან გამყრელიძე
დავიწყეთ 12- 15 წლის ასაკში ვაქცინაცია, 518 ბავშვია ამ ასაკის აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია მშობლებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ, რომ აუცილებელია ბავშვების აცრა, დავამთავროთ პანდემია.

,,ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი არ არის დაბალი. მთლიანად იმ ინფიცირებულთა შორის, რაც დადასტურებულია ამ ორი წლის განმავლობაში, ბავშვების წილი 120 000 ფარგლებშია. ბავშვები საკმაოდ ხშირად ინფიცირდებიან, მაგრამ შედარებით მსუბუქად იტანენ, თუმცა იცით რომ რვა შემთხვევა გვქონდა ფატალობის.

ბავშვები ასევე მარტივად ავრცელებენ, აინფიცირებენ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს. ბევრი კვლევაა ჩატარებული, როგორი დამცველობითი უნარი აქვს, თითქმის 100%-იანი, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო და მოიცვა ბავშვების დიდი ნაწილი. დავიწყეთ 12- 15 წლის ასაკში ვაქცინაცია, 518 ბავშვია ამ ასაკის აცრილი, აქედან 48 სრულად.

დიდი აქტიურობა არ არის, მაგრამ აქტიურობა თანდათან მოიმატებს და სასურველია მშობლებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ, რომ აუცილებელია ბავშვების აცრა, დავამთავროთ პანდემია"
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მონაცემებით, საქართველოში 13 ნოემბერს 4 946 ადამიანი აიცრა.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსურ გართულებას ემსხვერპლა გარდაიცვალა 81 ადამიანი.
| Print |