ჯანდაცვა
პირბადის ტარება ინფიცირებას 53%-ით ამცირებს - კვლევა
საერთაშორისო კვლევის შედეგების მიხედვით, ნიღბების ტარება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი კორონავირუსთან ბრძოლაში, რომელიც ინფიცირების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. 

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ექვსი კვლევა ჩაატარეს, რომ შეესწავლათ როგორ მოქმედებს ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა ზომები COVID-19-თან ბრძოლაში. საერთო კვლევამ აჩვენა, რომ ნიღბის ტარების და სოციალური დისტანციის გამოყენებით COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი 53%-ით მცირდება. კვლევებში 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მეცნიერების თქმით, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მიუხედავად, ვაქცინების უმეტესობა არ უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას, ამიტომ, ვაქცინაციის პროგრამებთან ერთად, საჭიროა პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა.
| Print |