ჯანდაცვა
ციციშვილის კლინიკაში კოვიდ19-ს 122 ბავშვი ებრძვის
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ცნობით კლინიკაში 21 ნოემბერს 122 პაციენტია მოთავსებული. ამათგან, რეანიმაციაში მოთავსებულია 14 ადამიანი. ერთი მათგანი - ერთი თვის ბავშვი, განსაკუთრებით მძიმე ვითრებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ. „კლინიკაში მოთავსებული არიან ასევე ბავშვების მშობლებიც, რომელთანაც 5 არის ორჯერადად ვაქცინირებული, დანარჩენი არცერთი არ არის ვაქცინირებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
| Print |