ჯანდაცვა
ხალხმრავალმა აქციებმა, ინფიცირების და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო დროინდელი ხალხმრავალი აქციების ერთადერთი შედეგი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდაა.

"თითქმის, ორი თვეა, თითქმის, ყოველ დღე იმართება ხალხმრავალი აქციები. ეს პერმანენტული აქციები იმართება და ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო. არც ჩანს, რომ ახლო მომავალში აქციებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ. ერთადერთი შედეგი, რაც დაიდო ამ ხალხმრავალი აქციებით, ეს არის კოვიდ-შემთხვევების კატასტროფული ზრდა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა.

ეს ეხება ორივე მხარეს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას - არაფერი არ ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად",
- განაცხადა ცერცვაძემ.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, რადიკალურად შეიცვალოს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ - აიცრან და დაიცვან რეკომენდაციები.
| Print |