ჯანდაცვა
ახალქალაქის მერი საჯაროდ აიცრა
ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მერი საჯაროდ აიცრა.

მელქონ მარქარიანმა სინოფამის ვაქცინა სცენაზე გაიკეთა და ადგილობრივ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

ახალქალაქის მერის თქმით, მოსახლეობის ნაწილს ვაქცინაციის შიში აქვს, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მაღალჩინოსანთა უმრავლესობა ვაქცინის ნაცვლად სხვა პრეპარატს იღებს.

"ჩვენი მოსახლეობა ფიქრობს, რომ მთავრობის ხალხი, საჯარო მოხელეები რეკლამას აკეთებენ და ნამდვილი ვაქცინით არ იცრებიან. საჭიროა ხალხმა საკუთარი თვალით ნახოს როგორ ხდება ეს პროცესი. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა." - განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მარქარიანმა.

წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 21 ნოემბერს 95 პირი აიცრა, მათი უმეტესობა პენსიონერები იყვნენ.

| Print |