ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი შესაძლოა კოვიდკლინიკად გადაკეთდეს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის განმარტებით, რეგიონის მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია კოვიდინფიცირებულებს კიდევ ერთი კოვიდკლინიკა მოემსახუროს. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთან.

„ინტენსიურად ვაწვდით საწოლფონდების რაოდენობას და ვმუშაობთ, რომ იქნებ დამატებით საავადმყოფო კვლავ იყოს გამოყოფილი. საუბარი გვაქვს აბასთუმნის ფილტვის ცენტრზე. გვინდა დაემატოს საწოლები და რეგიონში ვითარება გაუმჯობესდეს“, - თქვა ამირანაშვილმა.

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა დღეს, 22 ნოემბერს მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველობებს დაევალათ აქტიურად ჩაერთონ საინფორმაციო კამპანიებში და ვაქცინაციის სიკეთეებზე მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ.

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, შედარებით მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულ პაციენტებს იღებდა, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს კლინიკა 3 ოქტომბრის შემდეგ აღარ იღებს.

სამცხე–ჯავახეთის კოვიდკლინიკებს ერთდროულად 180 პაციენტის მიღება და მკურნალობა შეუძლიათ. ახალციხის კლინიკა ,,იმედში" 60 ადგილია, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში - 51, „ადიგენის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ნინოწმინდის კლინიკაში - 30-30. 

22 ნოემბრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთს 47 კოვიდინფიცირებული დაემატა.
| Print |