ჯანდაცვა
ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს
ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს - ამის შესახებ მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული. ბიზნესმენთა ნაწილი ხარჯების შემცირების მიზნით ითხოვს, რომ თანამშრომლეთა გარკვეული ნაწილის ტესტირება იყოს უფასო.

,,ვინც აცრილია, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს და გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი, მათთვის მაინც უნდა იყოს უფასო, ან საერთოდ არ უნდა ექვემდებარებოდეს ტესტირებას. პირველ რიგში აღნიშნული საკითხი უნდა დაზუსტდეს, რომ შემდეგ ზეწოლის შემცირების მექანიზმებზე ვიფიქროთ" - აცხადებს "ლილო მოლის" დირექტორი, გიორგი კვარაცხელია ბიზნესპრესნიუსთან.

მისი თქმით, მთავრობისგან პასუხისმგებლობის მოხსნა და ბიზნესისთვის თანამშრომელთა საკუთარი ხარჯებით ტესტირება სექტორზე მძიმედ აისახება.

„იმედია, რომ ეს საკითხი გადაიხედება, რადგან დამატებითი ხარჯების დაკისრება ბიზნესისთვის ძალიან დიდ არეულობას გამოიწვევს“ - ასე გამოეხმაურა ბიზნესისთვის თანამშრომლების საკუთარი ხარჯებით ტესტირებასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციას.

მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო ტესტირების საწყის ეტაპზე პრემიერმა თქვა, მხოლოდ გარკვეული პერიოდით დაფინანსდება, შემდეგ კი ბიზნესმა ეს თავის თავზე უნდა აიღოსო, ორჯერ აღნიშნული კანონის შემოღება გადაიდო, რადგან ამას თან სდევდა სირთულეები. არც ახლა შეცვლილა არაფერი, ჩვენ ყველანი ვხედავთ ბიზნესისთვის ეს რამხელა ტვირთი იქნება.

სწრაფი ანტიგენის ტესტი, რომელსაც აქამდე ვატარებდით, იძლეოდა საშუალებას შედეგი სწრფად აღმოგვეჩინა, PCR ტესტით ეს კიდევ უფრო გართულდება. უფასო ტესტირების ფარგლებში რასაკვირველია, უფრო ბევრი იცრება, ხოლო აღნიშნულ რეგულაციას დიდი არეულობა მოჰყვება
.

წარმოიდგინეთ ახლა 2 კვირაში ერთხელ უნდა ავცრათ 1500 კაცამდე, თან ეს ყველაფერი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ვაჭრობა ფაქტობრივად, "კვდება". მეწარმეები საკუთარი თავის გადარჩენაზე და ხარჯების სწორად მართვაზე არიან გადართულები, გვიან გაზაფხულამდე ეს უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება", - ამბობს გიორგი კვარაცხელია.
| Print |