ჯანდაცვა
ერთი წელი ვირუსის არსებობის არ სჯეროდათ - ჯავახეთში ხალხი არ იცრება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი. დღეში საშუალოდ, 100 პირი იცრება, სულ 40 000 აცრაა ჩატარებული, რაც, ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ძალიან ცოტაა იმ რეგიონისთვის, სადაც 160 000 ადამიანი ცხოვრობს.

“ვიცრებით ერთმანეთისთვის” კამპანიის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.

კამპანიის სამიზნე აუდიტორიას რისკ-ჯგუფის მქონე, 60 წელს გადაცილებული პირები წარმოადგენენ. იმუნიზაციით დაინტერესებულ მონაწილეებს საშუალება აქვთ ადგილზე აიცრან ფაიზერით, სინოვაკით და სინოფარმით.

მარათონის პირველ დღეს, სოფელ ჯიგრაშენში მხოლოდ ერთი პირი აიცრა, სოფელ დიდ გონდურაში კი - 10-მდე.

| Print |