ჯანდაცვა
ახალციხეში, კორონავირუსისგან 105 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ახალციხის კოვიდკლინიკიდან 105 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. თამარა ჯვარიძე კლინიკა "იმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღე მკურნალობდა. ექიმების თქმით, კლინიკაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა მკურნალობას დაექვემდებარა და ახალციხელმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა.

თამარა ჯვარიძე ექიმებმა და კლინიკის თანამშრომლებმა ყვავილებით გააცილეს. კლინიკის ადმინისტრაციამ უხუცეს პაციენტს 200ლარიანი ვაუჩერი გადასცა, რომელსაც სურვილისამებრ, გამოკვლევებისთვის გამოიყენებს.


| Print |