ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ მოიმატა
სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში 385 აცრა ჩატარდა. სულ რეგიონში ჩატარებული აცრების რაოდენობაა 42 305. სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოთხი დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 224 629 აცრა. აქედან ერთი დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 41.9%. სრულად ვაქცინირებულია 1 014 258 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5%.
| Print |