ჯანდაცვა
ყოფილი სიძის მიერ დაჭრილი პირები თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს

 

ცოლ-ქმარი, რომელიც ყოფილმა სიძემ ახალქალაქის სოფელ პატარა სამსარში ცივი იარაღით დაჭრა, კატასტროფის ჯგუფს თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადჰყავს. ორივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

კიდევ ორი პაციენტი, რომელიც შემთხვევის დროს დაიჭრა, თავს კარგად გრძნობს. პირველადი დახმარება ახალქალაქის კლინიკაში ჩაუტარდათ, სადაც ამ დრომდე რჩებიან.

შემთხვევა 11 დეკემბერს მოხდა. შუა ხსნი მამაკაცი ყოფილი ცოლის მშობლების ოჯახში მივიდა და დანით ოთხი ადამიანი დაჭრა. მამაკაცი ცხელ კვალზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ის ოჯახში ძალადობის მუხლით უკვე იხდიდა სასჯელს.
| Print |