ახალციხეში აცრის მსურველთა უმეტესობა პენსიონერებია - ირაკლი ლაზარაშვილი
15:49 / 16.12.2021
ახალციხეში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება - ამის შესახებ კლინიკებში გამოთავისუფლებული საწოლფონდების რაოდენობაც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, ექიმები მოსალოდნელი ახალი ტალღის შესახებ შიშობენ და აცხადებენ, რომ ომიკრონის ძირითადი ვერაგობა, მისი სწრაფად გავრცელებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა.
მორიგი პიკური ვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაქცინაცია - განაცხადა ახალციხის მერმა. ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში აცრის მსურველთა რაოდენობაც გაიზარდა, რაც მისი აზრით პენსიონერებზე 200 ლარის გაცემის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 17 დეკემბერის მონაცემებით ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 361 557 აცრა.
,,ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 249 236 ადამიანი - 18 ასაკის მოსახლეობის 43.5%.
სრულად ვაქცინირებულია 1 069 324 ადამიანი - 18 ასაკის მოსახლეობის 37.3%.
ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 42 075 ადამიანს.
16 დეკემბერს აიცრა 10 505 ადამიანი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.