ჯანდაცვა
„ყველა შემთხვევა, რომელიც ამ კვირაში დადასტურდება, „ომიკრონად“ უნდა შეფასდეს“ - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ომიკრონი“ მიმდინარე კვირაში დომინანტური გახდება, შესაბამისად, ყველა შემთხვევა, რომელიც ამ პერიოდში დადასტურდება, „ომიკრონად“ უნდა შეფასდეს.

„კვირის ბოლოსთვის „ომიკრონი“ იქნება დომინანტური ვარიანტი ქვეყანაში, შესაბამისად, შენარჩუნებული იქნება ინფიცირების მატების მაჩვენებელი. ერთი საკითხი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რამდენი იქნება მაქსიმალური რაოდენობა იმ ადამიანების, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება.

ყველა შემთხვევა, დედაქალაქში მაინც, რომელიც ამ კვირის განმავლობაში დადასტურდება, უნდა შეფასდეს, როგორც „ომიკრონით“ განპირობებული.

საქართველოში პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 6208 შემთხვევა და მოლოდინი, რომ იანვარში ეს მაჩვენებელი გადაჭარბებული იქნება, რეალურია“,
- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
| Print |