ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში 192 პირი აიცრა
კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში აცრის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა საშუალოდ, 10 000 შეადგინა.

გუშინ 10 688 ადამიანი აიცრა, აქედან 192 სამცხე-ჯავახეთში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 577 637 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 45.3%, სრულად ვაქცინირებულია 41.1%.

ქვეყნის მასშტაბით, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 94 457 ადამიანს.
| Print |