ჯანდაცვა
როგორია აცრის სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ერთ დღეში 8 634 აცრა ჩატარდა, აქედან 211 სამცხე-ჯავახეთში.

რეგიონში ვაქცინაციის სტატისტიკა კვლავ დაბალია, ორი დოზით აცრილია 24 056 მოქალაქე. არასახარბიელო სურათის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა აცრის წამახალისებელი პროგრამა კვლავ გააგრძელოს.

საქართველოში სულ ჩატარებულია 2 667 808 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 46.0%, ხოლო სრულად აცრილია 42.1%. ბუსტერ დოზით აცრილია 133 109 პირი.
| Print |