ჯანდაცვა
2021 წელს საექიმო საქმიანობის უფლება სხვადასხვა ვადით 29 ექიმს შეუჩერდა
2021 წელს, საექიმო საქმიანობის უფლება, სხვადასხვა ვადით, 29 ექიმს შეუჩერდა. ამის შესახებ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გასულ წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ, პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 91 საკითხი (183 ექიმი) განიხილა.

შედეგად, საბჭოს მიერ გადაიდო/არ იქნა განხილული - 7 ექიმის პროფესიული პასუხიმგებლობის საკითხი;

პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა - 22 ექიმს;

პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - 154 ექიმს,

აქედან: 125 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“;

სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 29 ექიმს (1 თვით - 5 ექიმს; 2 თვით - 10 ექიმს; 3 თვით - 4 ექიმს; 4 თვით - 2 ექიმს; 6 თვით - 8 ექიმს).

bpn.ge
| Print |
თეგები: ექიმები /