ჯანდაცვა
ახალციხის კლინიკა „იმედში“ 10-მდე თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია
ახალციხის კლინიკა „იმედში“ 10-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, პერსონალის ინფიცირების მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. მზია კაკოშვილის თქმით, ინფიცირებული თანამშრომლები სხვებმა ჩაანააცვლეს.

„არცერთი განყოფილების მუშაობა არ შეფერხებულა. თანამშრომლების რაოდენობა გვყოფნის იმისთვის, რომ მუშა პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“ - აცხადებს მზია კაკოშვილი.

კლინიკა „იმედი“ კოვიდმიმღებ ცენტრად, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების შემდეგ გადაკეთდა და ამ დრომდე მუშაობას ამ სტატუსით აგრძელებს.

| Print |