ჯანდაცვა
ვალეში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, გრძელდება საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი.

COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები დღეს, ვალეში, „ჯანმრთელობის სახლში“ დაიწყო. ორი დღის განმავლობაში მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ ვაქცინის გაკეთება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური სამედიცინო ჯგუფი, აცრების ჩატარებას სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს. 

მსურველების ტრანსპორტირებას მიმდებარე სოფლებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
ვაქცინაციის პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება, ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს მიიღებს. ამასთანავე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და "ბუსტერ" დოზით აცრას გაიკეთებს, ერთჯერადად 100 ლარიან დანამატს მიიღებს.

| Print |