ჯანდაცვა
საქართველოში ბავშვებს კოვიდზე 5 წლიდან აცრიან
5-12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის მიერ წარმოებული Covid-ვაქცინა დაახლოებით, მეორე კვარტალში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტში განაცხადა.

„5-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობა მიდის და ვფიქრობთ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალიდან ეს ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება.

კოვიდის სამკურნალოდ, დღეს, აქცენტი კეთდება "პაქსლოვიდზე, რომელიც "ფაიზერის წარმოებული მედიკამენტია... ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა დეტალების დაზუსტება კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია,“
- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 12-15 წლის და ასევე 16-17 წლის მოზარდებში მიმდინარეობს.

16 თებერვლის მონაცემებით 12-15 წლის ასაკბრივ კატეგორიაში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 995 (2.25%), სრულად აცრილია - 3 010 (1.70%) მოზარდი;

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 487 (15.40%), სრულად კი 10 986 (13.55%) პირი.
| Print |