ჯანდაცვა
როგორ აღვიდგონოთ მეხსიერება კორონავირუსის გადატანის შემდეგ?
კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, ადამიანები ხშირად უჩივიან მეხსიერების გაუარესებას, გულმავიწყობას. პრობლემა თავისთავად არ მოგვარდება და არსებობს მეხსიერების აღდგენის საშუალებები.

აუცილებელია მეტად დასვენება და სრულფასოვანი კვება, ხშირად უნდა ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე, აუცილებელია ნორმალური ძილი, ამ შემთხვევაში აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წავა.

თუ ადამიანი ზოგადად თავს კარგად გრძნობს, თუმცა ამჩვნევს რომ მეტად გულმავიწყი გახდა, შესაძლებელია გამოვიყენოთ მეხსიერების ვარჯიშის სხვადასხვა მეთოდი. ერთ-ერთი მათგანია ლექსების დაზეპირება და შემდეგ მათი ხმამაღლა კითხვა.

მეხსიერების ზოგიერთი პრობლემის შემთხვევაში, ექიმმა ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად შეიძლება დანიშნოს სპეციალური სამკურნალო საშუალებებიც.

mkurnali.ge
| Print |