ჯანდაცვა
რა გადაწყვეტილებები მიიღო დღეს საკოორდინაციო საბჭომ?
დღეს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება.

გარდა პირბადის სავალდებულო ტარების გაუქმებისა, საბჭოზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ ახალი დოზები მიმდინარე კვირაში შემოვა. ქვეყანაში „ფაიზერის“ რამდენიმე ათასი ვაქცინა გამოუყენებელი დარჩა, რომელსაც ვადა თვის ბოლოს ეწურება.

აპრილის თვეში ასევე გრძელდება კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამაც.

საქართველოში მიმდინარე კვირას შემოვა კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“. პრეპარატი უფასოდ დაურიგდებათ მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები და მძიმედ მიმდინარე კორონავირუსი აქვთ.
| Print |