ჯანდაცვა
არის თუ არა საშიში ე.წ. "დელტაკრონი" - ალექსანდრე გოგინავას დამაიმედებელი განმარტება
"ომიკრონის" შემდეგ მსოფლიოს ინფექციონისტები კორონავირუსის ახალ შტამზე ალაპარაკდნენ. ე. წ. "დელტაკრონი" "დელტა" შტამისა და "ომიკრონის" ჰიბრიდული შტამია. როგორც ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, "დელტაკრონი" არ არის ისეთი საშიში შტამი, როგორიც მისი წინამორბედი შტამები იყო.

"დელტაკრონი" არის ჰიბრიდული შტამი, ანუ დეკომბინანტი, რომელიც შეიცავს როგორც "დელტას" ასევე ომიკრონის გენეტიკურ მასალას. თავიდან მას გამადიდებელი მინის ქვეშ აკვირდებოდნენ, რომ ხომ არ იყო ისეთივე აგრესიული, ისეთივე სწრაფად გავრცელებადი, როგორიც იყო "დელტა" ან "ომიკრონი", მაგრამ ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, ის არის საყურადღებო შტამი, მაგრამ მას არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და აგრესიული გავრცელება, როგორც "ომიკრონს" და არ აქვს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორც "დელტა" შტამს. აქედან გამომდინარე, საბედნიეროდ, "დელტაკრონი" არ არის შტამი, რომელიც გლობალურად ისეთივე პრობლემებს შეგვიქმნის, როგორიც შეგვიქმნა წინამორბედმა შტამებმა. ამ ეტაპზე, როგორც გვაქვს ინფორმაცია, ჯერჯერობით მასიურად ის არ ცირკულირებს არსად და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს" - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ინფექციონისტმა "დელტაკრონის" შესახებ დღეს, 4 აპრილს, "მეცხრე არხის" ლაივ-ჩართვაში ისაუბრა.
| Print |