ჯანდაცვა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 200-ლარიანი წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ შეესაბამება, სოციალური სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის.
| Print |