ჯანდაცვა
იაფი წამლებით, 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ, 35 მლნ ლარი დაზოგა - ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის ზურავ აზარაშვილის განმარტებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდა, რამაც მოსახლეობას წამლებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა.

როგორც აზარაშვილმა განმარტა, 2022 წლის მარტი-აპრილის მონაკვეთში, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 35 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა.

მინისტრმა ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ფარმაცევტულ სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში მოქმედი ყველა ფარმაცევტული საწარმო და საბითუმო დისტრიბუტორი GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტზე უნდა გადავიდეს.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, DRG-ის პილოტური პროექტი დაიწყო. აღნიშნული სისტემა, 2022 წლის ბოლომდე, ყველა კლინიკაში ამოქმედდება.
| Print |