ჯანდაცვა
როგორია ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც სატვირთო ავტომობილი დაეჯახა?
გოგონა, რომელსაც სოფელ სულდაში სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, კვლავ ახალქალაქის საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებულის ოჯახი კატასტროფის ჯგუფს ელოდება, რათა მოზარდი თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანონ.
ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გოგონას გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების განმარტებით, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. მას პირველადი დახმარება უკვე გაეწია. თუმცა სპეციალიზებული მკურნალობისთვის მოზარდის თბილისში გადაყვანა აუცლებელია.
სოფელ სულდაში 7 წლის გოგონას სატვირთო ავტომობილი დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე დაეჯახა. დაკავებულია მძღოლი, ავტომობილი კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
დღესვე სულდის მოსახლეობამ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟების მოთხოვნით გზა გადაკეტა.
გააზიარეთ :