ჯანდაცვა
ავარიის დროს დაშავებულ მამაკაცს კავკასიის მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა
ქალაქ ვალესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი თბილისის კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. კლინიკაში ოპერაცია დაახლოებით დილის 05:00 საათზე დასრულდა. ახლობლების ინფორმაციით, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაშავებულს დაზიანებული აქვს თავი და აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ 16 ივნისს მოხდა. "პიკაპის"ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, რა დროსაც 45 წლის მამაკაცი სალონიდან გადმოვარდა. მსუბუქად დაშავდა მისი შვილიც. ორივე მათგანი გუშინვე კლინიკა "იმედში" შეიყვანეს. მამაკაცი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში საღამოს გადაიყვანა.
| Print |