ჯანდაცვა
ლევან დემეტრაძის დასახმარებლად ახალციხესა და ადიგენში სისხლის დონაციის აქცია გაიმართება
ლევან დემეტრაძის დასახმარებლად ახალციხეში სისხლის ბანკი ჩამოდის. აქციაში მონაწილეობა და სისხლის გაღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თანხა ბენეფიციარის ანგარიშზე დაირიცხება.

დონაცია 27 ივნისს, ახალციხისა და ადიგენის მერიის შენობებში დილიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

საქველმოქმედო აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

1. ასაკი 18-60 წლამდე

2. წონა მამაკაცი-65კგ.ის. ზემოთ, ქალი 55 კგ.ის ზემოთ

3. დონორი ვალდებულია ექიმთან გასაუბრებისას აღნიშნოს თუ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე პრობლემა, გადატანილი დაავადებები, ოპერაციები, ტრამვები, ქრონიკული დაავადებები (ჩიყვი, დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ალერგია რთული ფორმით);

4. დონორს არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი წინა დღეს; არ უნდა ჰქონდეს ბოლო ერთ თვეში გაკეთებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა; ასევე 12 თვის მანძილზე ცოფის/ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა;

5. ბოლო ერთი თვის მანძილზე ხომ არ ჩაუტარებია სტომატოლოგიური მანიპულაციები, ტატუ, პირსინგი, ყურის გახვრეტა.

6. დონორს გაესინჯება წნევა და ჰემოგლობინი.

7. ჩაბარების წინ დონორი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მომზადებული, მსუბუქად ნასაუზმები და გამოძინებული;

8. თუ დონორი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს იგი დაიშვება დონაციაზე.

8. დონაცია გრძელდება 5/7 წუთი.

9. დონორს 14 დღის განმავლობაში კონფიდენციალურად მიეწოდება შემდეგი ანალიზის პასუხები:

სისხლის ჯგუფი
ჰემოგლობინი
რეზუსი
B ჰეპატიტი
C ჰეპატიტი
აივ ინფექცია/შიდსი

ქალაქ ვალესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი სიცოცხლისთვის იბრძვის. ლევან დემეტრაძეს კავკასიის მედიცინის ცენტრში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. დაშავებულს დაზიანებული აქვს თავი და აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივნისს მოხდა. "პიკაპის"ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, რა დროსაც მამაკაცი სალონიდან გადმოვარდა.

დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი - GE19BG0000000537569521

თიბისი ბანკი - GE73TB7908845061100107

მიმღები: დედა - მზია დემეტრაძე Mzia Demetradze

ორივე ანგარიში არის მულტისავალუტო, ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან.
| Print |