ჯანდაცვა
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 80 000 ადამიანი განიკურნა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაახლოებით, 80 000 ადამიანი განიკურნა. მათივე ცნობით, პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო დიდი წარმატებით სრულდება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელება 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა. პროგრამის დასრულება და შესაბამისად, ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია დაგეგმილია 2025 წლისთვის.
| Print |