ჯანდაცვა
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ 7 საეჭვო შემთხვევას სწავლობდნენ
საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ 7 საეჭვო შემთხვევას სწავლობდნენ, საიდანაც ინფექცია არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია მხოლოდ ერთი შემთხვევა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე კვირაზე მეტია, რაც ბინაზეა გაწერილი.
| Print |