"ფიცრულში" მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს
სოფელ არალში მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. ეკონომიური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ მას 22 ლარიანი დამხმარება შეუწყდა. 78 წლის მარტოხელა მამაკაცი ფიცრულში ცხოვრობს. 

სოფელ არალში მცხოვრები პეტრე ჩილინგარაშვილი სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. ეკონომიური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ მას 22 ლარიანი დამხმარება შეუწყდა. 78 წლის მარტოხელა მამაკაცი ფიცრულში ცხოვრობს. 

78 წლის პეტრე ჩილინგარაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ბოლო დროს ხელ–ფეხი ძველებურად აღარ ემორჩილება, ამიტომ სახლიდან ძირითადად აღარ გადის.  მარტოხელა მამაკაცი სოფელ არალში ცხოვრობს. მის ქონებას ოთხი მეასედი საკარმიდამო ნაკვეთი,  ერთი ვიწრო ფიცრული ოთახი,  სათავსოები და მოძველებული ნივთები შეადგენს. 60 ლარიანი ფულადი დახმარება, რომელსაც ხანდაზმულს სახელმწიფო  სოციალურად დაუცველის სტატუსით აძლევდა,  2015 წლის ნოემბრის თვეში შეუწყდა.

პეტრე ჩილინგარაშვილი გარკვეული პერიოდი  ესტონეთში ცხოვრობდა, სადაც ადგილობრივ ქალზე იქორწინა. ესტონეთშივე დაიჭრა ფეხში გემის აფეთქებისას. ომის ვეტერანი რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდა .

ოთხი შვილიდან სამი საზღვარგარეთ,  ერთი კი ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. შვილები მის ამბავს იშვიათად კითხულობენ. ყურადღებას მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ვაჟი აქცევს. ხანდაზმული მამაკაცის თქმით, მისი შვილიც ხელმოკლედ ცხოვრობს, ამიტომ მასთან საცხოვრებლად ვერ მიდის. ამბობს რომ ასაკობრივი პენსია წამლებისთვისაც არ ჰყოფნის.

მარტოხელა მამაკაცს მეტწილად მეზობლები პატრონობენ. იმის გამო, რომ გადაადგილება უჭირს, მაღაზიიდან სურსათი მოაქვთ. ხშირად მზა კერძებსაც აწვდიან.

რამ განაპირობა ქულების ზრდა, პეტრე ჩილინგარაშვილის ეკონომიური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ –  სოციალური მომსახურების სააგენტოში ვერ განმარტავენ. დავით გოგალაძის თქმით, აღნიშნული პიროვნება ყოველთვიურად ომის ვეტერანის დახმარებას 22 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო პენსიას, არლისთვის  მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 216 ლარს იღებს,

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოემბერში  აგენტის მიერ ოჯახის გადამოწმებიდან ერთი წელი გადის, რაც შესაძლებლობას მისცემს, განცხადების საფუძველზე მისი ეკონომიური  მდგომარეობა ხელახლა შეისწავლონ.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე, ნანა ინასარიძე.


| Print |