situs toto slot
„მეორე თაობის“ ვარიანტი - მეცნიერებმა ომიკრონის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინეს
ჯანდაცვა
„მეორე თაობის“ ვარიანტი - მეცნიერებმა ომიკრონის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა „ომიკრონის“ კიდევ ერთი ქვეშტამი აღმოაჩინეს, რომელსაც BA.2.75 ნომერი მიანიჭეს. DW შეეცადა დაედგინა, რამდენად საშიშია ომიკრონის ახალი ქვესახეობა და რამდენად არის ის მსოფლიოში გავრცელებული.

BA.2.75-ის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია საკმაოდ მწირია. ის პირველად ინდოეთში, ივნისში აღმოაჩინეს. ვირუსის ამ სახეობით ინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა იაპონიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ექსპერტები მას „მეორე თაობის“ ვარიანტს უწოდებენ, რადგანაც BA.2.75 ქვეშტამი ომიკრონ-ვარინტიდან, BA.2-დან წარმოიქმნა.

ვირუსის ამ სახეობის შესახებ იმიტომაც ცოტაა ცნობილი, რომ მისი გავრცელება მსოფლიოში უმნიშვნელოა. შესაბამისად, მის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და სეკვენირება ძალზე რთულია. „ვირუსს გააჩნია რამდენიმე თვისება, რომლის გამოც მეცნიერებმა მას ყურადღება მიაქციეს“ - ამბობს ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის გენეტიკოსი ულრიხ ელინგი.

ბევრი მუტაციის შედეგად ვირუსის ეს სახეობა იმუნურ რეაქციას ამცირებს


საბაზისო ვარიანტთან BA.2-თან შედარებით, ახალი ქვეშტამს სპაიკის ცილის 8 დამატებითი მუტაცია გააჩნია. მუტაციების განლაგების გამო BA.2-ის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი BA.2.75-ის წინააღმდეგ შეიძლება არაეფექტიანი აღმოჩნდეს. ანუ ადამიანი, რომელიც ადრე BA.2-ით იყო ინფიცირებული, ახლა შეიძლება „ომიკრონის“ ახალი ქვესახეობით დაავადდეს.

ულრიხ ელინგის თქმით, BA.2.75 ინდოეთის სამ სხვადასხვა რეგიონში გავრცელდა, სადაც მანამდე მოსახლეობამ BA.2-ის ტალღა გადაიტანა. ანუ BA.2.75 ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტს გაურბის. ამჟამად ეპიდემიოლოგები ამას აფასებენ როგორც „დეტალური დაკვირვების აუცილებლობის მქონეს“.

კორონავირუსის არარეგისტრირებული შემთხვევების მატება

დოქტორ ელინგის თქმით, ამჟამად მსოფლიოში BA.2.75-ით დაავადების მხოლოდ 70 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ამასთანავე, მრავალ ქვეყანაში ტესტირება მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად სეკვენირების შესაძლებლობამაც იკლო. „ბევრი ადამიანი შვებულებაში წასვლამდე ტესტს არ იკეთებს, რადგანაც შიშობს, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ის ვერსად გაემგზავრება“ - ამბობს ელინგი.

ინფექციონისტები ამბობენ, რომ სავსებით ნათელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტალღა უახლოვდება, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, არის თუ არა BA.2.75-ის შტამი უფრო საშიში, ვიდრე წინა ვარიანტები, შეუძლებელია. ინფორმაციის ნაკლებობა - ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, როს გამოც მეცნიერებს საკმაოდ უჭირთ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება.
| Print |