ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება კიდევ ოთხ პაციენტს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძის განცხადებით რეგიონში სულ 28 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

ინფიცირებული პაციენტები მკურნალობას კლინიკებში გადიან. მუნიციპალიტეტის მიხედვით კი ვირუსი გამოუვლინდა ახალციხის ადიგენისა და ასპინძის მკვიდრებს.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ხასიათდება მაღალი ლეტალობით. ინფიცირებულთა დაახლოებით, 40% იღუპება. არ არსებობს რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.

სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერად არის აღიარებული.
| Print |