ჯანდაცვა
ჯანმომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ bbc წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების მატებას უკავშირდება.

ორგანიზაციის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილი“ 75 ქვეყანაში დაფიქსირდა და გლობალურად „მაიმუნის ყვავილის“ 16 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეიესუსის ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების 5 შემთხვევა.

„ეს არის ეპიდემია, რომელიც შეიძლება შეჩერდეს სწორი სტრატეგიებით“, - აღნიშნა გებრეიესუსმა.
| Print |