ჯანდაცვა
სოფელ მუსხში ყირიმ–კონგოს შემთხვევა გამოვლინდა

სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით კიდევ ერთი ადამიანი დაავადდა. ამჯერად შემთხვევა ახალციხის სოფელ მუსხში 75 წლის კაცს გამოუვლინდა.

წელს რეგიონში 33 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 17 ახალციხეში, 10 ადიგენში და 6 ასპინძაში.

კლინიკა იმედის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე აღნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით ტკიპით ნაკბენის მიმართვიანობა გაზრდილია.
| Print |