ჯანდაცვა
"კოვიდ19 ყოველდღიურად ხუთამდე ადამიანს უდასტურდება" - გიორგი ბარძიმაძე

სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. კლინიკა იმედში განმარტავენ, რომ ბოლო ერთი კვირაა, ვირუსი, ყოველდღიურად ხუთამდე ადამიანს მაინც უდასტურდება. რეგიონის მსგავსად, ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია ქვეყნის მასშტაბით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 10 253 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 508 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 245 ტესტი. გასულ კვირას გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, კოვიდ19 -ით, სამცხე-ჯავახეთში 97 პირი დაავადდა.

გიორგი ბარძიმაძის თქმით, ამ დროისათვის კლინიკაში სამი პაციენტი მკურნალობს.
| Print |